ყველა ტურში ჩართულია ადგილობრივი სამზარეულოს დაგემოვნება
აჭარა: 1. სარფი-კვარიათი;
გონიოს ციხე
(ახ. წ. I საუკუნე); საღამოს ბათუმი /მათ შორის, მოცეკვავე ფანტანები და ახლად გახსნილი დელფინარიუმი/. აჭარული სამზარეულოს დაგემოვნებით
კოლხეთის უნიკალური ნაკრძალი,
პალიასტომის ტბა
- ტბაზე გასეირნება კატერით და სათევზაო ტურები. მეგრული სამზარეულოს დაგემოვნებით
კემპინგებისა და ოჯახური პიკნიკებისათვის ვაწყობთ გასვლებს დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა ეგზოტიკურ ადგილებში.
სამონადირეო/სათევზაო ტურები
აქტიური დასვენების მსურველებს მთელი წლის განმავლობაში ვთავაზობთ მოკლე ტურებს კოლხეთის ეროვნულ პარკში, სადაც
თევზაობისა
და ნადირობის მოყვარულებს შეუძლიათ საინტერესოდ გაატარონ დრო. ჩვენ ვიზრუნებთ თქვენს ყველაზე ერთგულ ოთხფეხა მეგობრებზეც. მათ ჩვენთან დახვდებათ კეთილმოწყობილი ვოლიერები.