ურეკის ბუნებრივი კლიმატური პირობები განსაკუთრებულად უწყობს ხელს სპორტსმენთა მომზადებასა და რეაბილიტაციას. სანატორიუმი მთელი წლის განმავლობაში წარმოადგენს შესანიშნავ ადგილს სხვადასხვა სახის სპორტული ღონისძიებების, შეკრებებისა და ტურნირების ორგანიზებისათვის ფეხბურთში, ხელბურთში, ფრენბურთში, ჭადრაკში, ჭიდაობაში, კიკ-ბოქსინგში, კარატესა და სპორტის სხვა სახეობებში. სტუმრების განკარგულებაშია: - სილის და ბალახის ფეხბურთის 2 სტანდარტული და 2 - სათამაშო
- რაგბის
- კალათბურთის
- ფრენბურთის
- პლაჟის სპორტის სახეობებისათვის განკუთვნილი მოედნები.
ჩვენებები სპორტსმენების მაგნიტოთერაპიით მკურნალობისათვის:
- ტრავმები იარებით ან მათ გარეშე;
- ძვლის მოტეხილობები;
- კუნთების ტრავმები;
- იოგების დაჭიმულობა;
- ტრავმებთან დაკავშირებული ტკივილები;
- ოპერაციამდელი მომზადება და ოპერაციის სემდგომი რეაბილიტაცია;
- იმუნური სისტემის გაძლიერება
სპორტული ვარჯიშებისას მუდმივად ხდება კუნთების ტრავმების მიღება. დღეისათვის უამრავი სპორტსმენი მაგნიტოთერაპიის გულმხურვალე მხარდამჭერად გვევლინება. მათ მიაჩნიათ, რომ მაგნიტოთერაპია განსაკუთრებით სასარგებლოა კუნთის სპაზმის მოხსნისათვის.
იოგების დაჭიმულობის, ძვლის მოტეხილობის, დამწვრობებისა და იარების მკურნალობისას, მაგნიტოთერაპია არა მხოლოდ ხელს უწყობს აღდგენით პროცესებს, არამედ იძლევა სწრაფ შედეგს ნაკლები რაოდენობის შრამითა და კარგი კოსმეტიკური ეფექტით. ტრავმისას მაგნიტური მკურნალობა ამცირებს სეხორცების პროცესის დროს ორჯერ და მეტადაც. შესანიშნავი მიიღება შედეგები დაზიანებული რბილი ქსოვილების მაგნიტოტერაპიით მკურნალობისას, დაწყებული ნაწოლებითა და დასრულებული დამწვრობებით.
შემკვეთებისთვის ფასდაკლება გათვალისწინებულია ინდივიდუალურად, მონაწილეთა რაოდენობისა და სასწავლო-სავარჯიშო შეკრებების ხანგრძლივობიდან გამომდინარე. |