Home სამედიცინო პროფილი
დაგვიკავშირდით

ტელეფონი: +995 599 20 54 45+995 790 302 203

E-Mail: kolkhida.hotel@gmail.com 

სრულად

Banner

სამედიცინო პროფილი

კურორტზე შესაძლებელია შემდეგი დაავადებების მკურნალობა:

1.გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებები:

  • I-II ხარისხის ჰიპერტონიული დაავადება
  • გულის იშემიური დაავადება I-II ფუნქციური კლასის დაძაბვითი სტაბილური სტენოკარდია;
  • რევმატიზმი;
  • ვეგეტოსისხლძარღვითი დისტონია;
  • ინფარქტისშემდგომი კარდიოსკლეროზი

Read more...

 

მკურნალობის მეთოდიკა

ურეკში დასვენებისას და მკურნალობისას ადამიანის ორგანიზმზე კომპლექსურად მოქმედებს რამდენიმე ბუნებრივი და ფიზიკური ფაქტორი – ზღვის კლიმატი, თბილი ქვიშის აბაზანა და მცირე ინტენსივობის მაგნიტური ველი, ყოველივე ეს ქმნის საუკეთესო პირობებს გაჯანსაღებასა და დასვენებისათვის.
"კოლხიდა"-ში მკურნალობა ყველა ავადმყოფს ინდივიდუალურად უტარდება გამოცდილი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. სამკურნალო ფაქტორების გამოყენებას, განსაკუთრებით დადებითი შედეგები აქვს ბავშვთა დაავადებების მკურნალობის დროს. დადებითი ძვრები განპირობებულია არამარტო ქვიშის ზემოქმედებით, არამედ ურეკის ყველა კურორტული ფაქტორის ზემოქმედებით, მათ შორის "თალასოთერაპიის" გავლენითაც. ამასთანავე, ბუნებრივია არ შეიძლება გამოირიცხოს ემოციური და ფსიქოთერაპიული ფაქტორი - გარემოს შეცვლა, დასვენება, ლანდშაფტის სილამაზე და სხვა.

Read more...

 

ბავშვთა მკურნალობის მეთოდები

საგზურით გათვალისწინებულ მკურნალობაში შედის ექიმის კონსულტაცია და დაავადების შემდგომი მკურნალობა ჩვენების მიხედვით:

ბავშვთა ცერებრალური დამბლის მკურნალობა:
ცერებრალური დამბლის მკურნალობისას გამოიყენება მეთოდების ერთობლიობა, რომელიც მოიცავს:

  • რაიდოთერაპია, რომელიც ცერებრალური დამბლის მკურნალობის ეფექტურ პათოგენეტიკურ მეთოდს წარმოადგენს;
  • ქვიშის აბაზანები (უნიკალური მაგნიტური ქვიშის პლაჟი, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნია);
  • სპეციალური მასაჟი, რომელსაც ატარებენ მაღალკვალიფიციური სპეციალისტები;
  • ზღვის აბაზანები ეკოლოგიურად სუფთა პლაჟზე.
 
კოლხიდა 
კოლხიდა
 

Read more...

 

დამატებითი სამედიცინო სერვისები

თქვენ მოგემსახურებიან პროფესიონალი, სერტიფიცირებული ექიმები:

  • პედიატრი
  • თერაპევტი
  • კარდიოლოგი
  • ნევროპათოლოგი
  • ფიზიოთერაპევტი


ექიმის დანიშნულების მიხედვით, ჩვენთან შეგიძლიათ ჩაიტაროთ სხვადასხვა სახის ლაბორატორიული გამოკვლევები, სამკუნალო ფიზკულტურის და სამკურნალო მასაჟის სეანსები, აგრეთვე, სხვადასხვა ფიზიოთერაპიული პროცედურები.
სპეციალურად მომზადებული და კვალიფიცირებული პერსონალი, შესანიშნავი სამზარეულო ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებით, გართობა და ატრაქციონები სანატორიუმის ტერიტორიაზე, კეთილგანწყობის გარემო შეგიქმნით შესანიშნავ პირობებს ჩვენს სანატორიუმში დასვენებისა და მკურნალობისათვის”

 
Banner
Banner
Banner