სანატორიუმი "კოლხიდა" ფიჭვნარით მდიდარ უნიკალურ სანაპიროზეა გაშენებული, ფლობს საკუთარ 3 ჰექტარ ეზოს და საკუთარ 250 გრძივ მეტრ პლაჟს. ჩვენი სამკურნალო-გამაჯანსაღებელი კომპლექსი გთავაზობთ სერვისს, რომელშიც შეზავებულია კომფორტი და ტრადიციული ქართული სტუმარ-მასპინძლობა.
სუბტროპიკული კლიმატი, თბილი ზღვა, მზე და უნიკალური მაგნიტური ქვიშა - ბუნების ეს ნამდვილი საოცრება შესანიშნავ საშუალებას იძლევა ტურისტების დასვენების, გაჯანსაღებისა და მკურნალობისათვის.
სტუმრების განკარგულებაშია: - 76 სტანდარტული ნომერი
- 12 ლუქსი
- 3 აპარტამენტი
- პლაჟი მაგნიტური ქვიშით (სუფთავდება ყოველდღიურად)
- პირსახოცები, პლაჟის სავარძლები და ქოლგები, შხაპი
აგრეთვე:
- სასადილო დარბაზი 160 კაცზე
- რესტორანი და კაფე-ბარი ცოცხალი მუსიკით
- ბარი ტერასით და ზღვის ხედით
- ბუნგალო
- ბავშვთა მოედანი
- ფეხბურთის და ფრენბურთის მოედნები
- ბილიარდი
- მაგიდის ჩოგბურთი
- ტირი
- საზაფხულო კინოთეატრი
- კედელი კლდეზე მცოცავთათვის
- საკონფერენციო დარბაზი
- სადღეღამისო სამედიცინო/ლაბორატორიული მომსახურება
- მასაჟის კაბინეტი
- სატელიტური ტელევიზია
- სადღეღამისო დაცვა
- ანიმატორები
- ტურისტული მარშრუტები
- გასართობი პროგრამები
- პროფესიონალი მაშველები
ჩვენთან, ასევე, შეგიძლიათ ისარგებლოთ შემდეგი მომსახურებით:
- დაცული ავტოსადგომი
- ფოტო-ვიდეო სერვისი
- კომპიუტერული თამაშები
- ტელეფონი
- ძიძა
- სამრეცხაო
- დაბადების დღის აღნიშვნა
- დილის ფოსტა
- მინი-მარკეტი
|  |  | |  |  |
|
|