"კოლხიდა" გთავაზობთ კომპლექსის ტერიტორიაზე მთელი წლის განმავლობაში სხვადასხვა სახის კორპორაციული ღონისძიებების ორგანიზებას – დაწყებული ბიზნეს-ტრეინინგებით დამთავრებული ფართომასშტაბიანი საორგანიზაციო გასვლითი ღონისძიებებით, ასევე კონფერენციებისა და სემინარების ორგანიზებას.
2009 წელს ჩვენ შევიმუშავეთ: ბიზნეს-მომსახურების სპეციალური პაკეტი სხვადახვა დონისა და მასშტაბის საქმიანი ღონისძიებების ორგანიზებისათვის. სპეციალური ფასები, რაც დღეისათვის საქმიანი ტურიზმის/მომსახურების ბაზარზე ერთ-ერთ ყველაზე მომხიბვლელ წინადადებას წარმოადგენს. |
|
თქვენს განკარგულებაშია:
- საკონფერენციო დარბაზი 150 ადამიანზე;
- მოლაპარაკებათა 3 ოთახი;
- საბანკეტო და მიღებების დარბაზები;
- ღონისძიების კოორდინაცია შეკვეთის მიღების წუთიდან უკანასკნელი სტუმრის გამგზავრებამდე;
- გასართობი და შოუ-პროგრამების ორგანიზაცია;
- საექსკურსიო მომსახურება
არსებული საოფისე ტექნიკა და სერვისები:
- მაგიდები
- სკამები
- კონდიციონერი/გამათბობელი
- ვიდეოპროექტორი
- ეკრანი
- დაფა მარკერებით
- ფლიპ-ჩარტი
- ხმის გამაძლიერებელი სისტემა მიკროფონით
- ვიდეო/DVD პლეერი
- ტელეფონი/ფაქსი
- სკანერი/ასლგადამღები
- კომპიუტერი
- ბანკომატი
საქმიან ღონისძიებათა მონაწილეთათვის გთავაზობთ კოფე-ბრეიკების ფართო არჩევანს:
- კლასიკური – ყავა, ნაღები, ჩაი ლიმონით, ბუტერბროდი (ყველი, ვიჩინა, ძეხვი);
- ტრადიციული – ყავა, ნაღები, ჩაი ლიმონით, ტაფლი, ჯემი, ღვეზელი (სოკოს, კარტოფილისა, და ხორცის), მინერალლური წყალი, ნატურალური წვენები;
- ევროპული – ყავა, ნაღები, ჩაი ლიმონით, სხვადსხვა ნამცხვრები, ხილი, წვენი, შამპანური (შუშხუნა ღვინო).
ბანკეტების ორგანიზება ხდება მაღალ დონეზე შემკვეთის სურვილების გათვალისწინებით.
ღონისძიების მონაწილეთა რაოდენობის, სეზონისა და დამატებითი მომსახურების მასშტაბებიდან გამომდინარე, ორგანიზატორებისთვის გათვალისწინებულია სხვადასხვა სახის ბონუსები.